CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის შეხვედრა

4-5 სექტემბერს თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის შეხვედრა. კომიტეტმა  საქართველოს 11 რეგიონში დაგეგმა საშემოდგომო რეგიონული ღონისძიებები, როგორებიცაა მრგვალი მაგიდები და ღია გაკვეთილები. კომიტეტმა ასევე იმსჯელა ფორუმის შემდგომი განვითარების ხედვაზე.

სექტემბრის თვეში ფორუმის ეგიდით,6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს თერთმეტივე რეგიონში გაიმართება მრგვალი მაგიდები. მათი ფორმატი ითვალისწინებს სამოქალაქო განათლებაში მოსწავლეთა შეფასების ძირითადი პრინციპებისა და მიდგომების წარდგენას. გაიმართება პანელური დისკუსია მოსწავლეთა შეფასებასთნ დაკავშირებით.

მიმოხილული იქნება სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდების (2011-2012) შედეგები და გამოწვევები. სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ჯგუფებში დისკუსია მოწოდებული იქნება ჩამოაყალიბოს  სასერტიფიკაციო გამოცდისთვის ეფექტურად მომზადების არგუმენტირებული იდეები.

ფორუმის აქტივობები ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).