CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

კონსულტაციები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი გერმანული ფონდის იიდის დაფინანსებული პროექტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის (Capacity Strengthening for Social Development) ფარგლებში ინსტიტუციური განვითარების კომპლექსურ კონსულტაციას გაუწევს 7 საზოგადოებრივ ორგანიზაციას. კონსულტაციის უმთავრესი მიზანი იქნება დაეხმაროს ორგანიზაციებს უფრო შედეგზე ორიენტირებული პროგრამების განვითარებასა და შესაბამისი მონიტორინგის სისტემის დანერგვაში. საკონსულტაციო პარტნიორობა გაგრძელდება 2013 წლის დასასრულამდე.

პარტნიორი ორგანიზაციები არიან:

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ”აფხაზეთი”

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

აიპ ”კოალიცია შინმოვლა საქართველოში”

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა”

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ”ელკანა”