CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

დაფუძნდა საქართველოს ზრუნვის პლატფორმა

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მოდერაციითა და მხარადაჭერით დაფუძნდა საქართველოს ზრუნვის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მოღვაწე  საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანებებსა და კოალიციებს. იგი დაარსდა 2013 წლის 5 აპრილს ოთხი თემატური ქსელის მიერ:

  • ზიანის  შემცირების საქართველოს ქსელი
  • საქართველოს კარიტასი
  • საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია
  • საქართველოს შინმოვლის კოალიცია

წევრი ორგანიზაციები აერთიანებენ და წარმოადგენენ ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში მოქმედ 33 ქართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას.  პლატფორმა ღიაა სხვა დაინტერესებული კოალიციებისა და ორგანიზაციებისათვის.

საქართველოს ზრუნვის პლატფორმის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ზრუნვის მიდგომის დამკვიდრებასა და განვითარებას.

ამ მიზნიდან გამომდინარე პლატფორმა ხელს შეუწყობს:

  • ზრუნვის სისტემის განვითარებისათვის დამატებითი რესურსების მოზიდვას;
  • ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ზრუნვის სისტემის პოლიტიკისა და სისტემის განვითარებას;
  • ზრუნვის სერვისების ორგანიზებისა და მიწოდებისას სუბსიდიარობის პრინციპის დამკვიდრებას;
  • საპილოტე და მოდელური პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;
  • ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ჩართული პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარებასა და პროფესიულ გადამზადებას.

25 აპრილს, 2013, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა პლატფორმის საჯარო პრეზენტაცია, სადაც მოწვეულ იყვნენ საზოგადოების, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. პრეზენტაცია ფართოდ გაშუქდა მას მედიის მეშვეობით.