CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

CTC -ის თემის განვითარების პროექტების განხორციელების მხარდაჭერა ზემო სვანეთში, 2013 წლის რაუნდი

CTC -ის პროექტის `ზემო სვანეთში ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით’’ ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება საგრანტო კონკურსი სვანეთის მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდებისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ზემო სვანეთში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებას და ზემო სვანეთის თემების გააქტიურება. ასევე მცირე გრანტები ხელს უწყობს საზოგადოებრივი საჭიროებების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობას და ამ მიზნით მხარს უჭერს ახალგაზრდულ ინიციატივებს.

2013 წლის რაუნდში დაფინანსდა 4 პროექტი, რომლებიც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ განხორციელდება დაბა მესტიაში, ლატალსა და ჭუბერში.

1. ”ზემო სვანეთი, კულტურული მემკვიდრეობა და განახლება” - ორგანიზაცია ”სვანეთის კულტურისა და განათლების ცენტრი”, მესტია.

2.   ”გადავარჩინოთ სვანური ენა და ზეპირსიტყვიერება”- ორგანიზაცია ”მთიანი რეგიონის ქალები”, მესტია.

3.    ”სამოქალაქო საზოგადოების როლი კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში“ - ორგანიზაცია ”გურამ თიკანაძის სახელობის ახალგაზრდული ცენტრი’’, ლატალი.

4.    ”ჭუბერის ტურისტული პოტენციალის რეალიზაცია” - ორგანიზზაცია ”ალტერნატივა განვითარებისთვის”, ჭუბერი.

ახალგაზრდული პროექტებიდან დაფინანსდა 12  განაცხადი მესტიის რაიონის თემებიდან: ლატალი,  ეცერი, მაზერი, ჭუბერი, ფარი, იელი, ჭუბერი.

1.      ”ერთად ჯანსაღი ცხოვრებისკენ” - ლატალი

2.      ”მადლიერების წყარო”  - ლატალი

3.      ”სუფთა გარემო” - ლატალი

4.      ”ჯანმრთელი ცხოვრება” - ეცერი

5.      ”საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა” - მაზერი

6.      ”მზიანი გზა” - ჭუბერი

7.      ”დებატების დანერგვა ჭუბერის სკოლაში” - ჭუბერი

8.      ”წიგნის ფასი” - ფარი

9.      ”დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან და გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას” - ფარი

10.  ”ჭადრაკის პოპულრიზაცია” - იელი

11.  ”მარჯვე ხელები”- ეცერი

12.  ”ხალხური საგანძური” - ჭუბერი

პროექტების განხორციელება დაწყებულია და გაგრძელდება აგვისტოს ჩათვლით.

www.svaneti3.blogspot.com