CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

19 დეკემბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა პროექტის „მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრო ორმოცზე მეტი ადამიანი სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტიდან.                                                                     

ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია აღნიშნული კვლევის შედეგების შესახებ და გამოიკვეთა ამ თემაზე მუშაობის საჭიროება.