CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების პროექტი

კონსულტაციის და ტრენინგისნ ცენტრმა (CTC) საქართველოს აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიასთან (GACC) ერთდ დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების პროექტი.

პროექტი ითვალისწინებს ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესებას 20 მიზნობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში.

პროექტი ინიცირებულია ”პოლიტიკის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითრება საქართველოში” პროექტის მიერ, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი და დაფინანსებულია USAID-ის  მიერ.

ტრენინგ პროგრამა დაიწყება 10 აპრილს. CSO-ები გაივლიან 2 ტრეინინგ მოდულს, რომელიც მოიცავს ფინანსურ და ადმინისტრაციულ პროცედურებს.

ტრენინგების დასრულების შემდეგ ჩატარდება ინდივიდუალური კონსულტაციები.

პროგრამა დასრულდება 2014 წლის ივლისში.