CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს“,  „რეგიონული განვითარების ასოციაციასა“  და „BP ექსპლორეიშენ ლიმიტედს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში მოეწერა, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენების კომპანიებში.

მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მოხდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება CDI-ის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და  შესრულების შესახებ. თავის მხრივ, სამინისტრო მოახდენს ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმირებას CDI-ის სამიზნე სოფლებში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რათა არ მოხდეს მათი დუბლირება.

მემორანდუმი მოქმედებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე. ვადის გაგრძელების თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, მხარეები დამატებით შეთანხმდებიან.

http://www.mrdi.gov.ge/ge/news/press/5342525c0cf2879194432a2a