CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სიახლეები

გერმანელი მოხალისეები CTC-ის მესტიის ოფისში

CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში, მესტიის რესურს ცენტრში, 2012-2013 წელს 2 გერმანელი მოხალისე მუშაობს. მოხალისეები ჩამოსული არიან გერმანული ორგანიზაცია EED -ის მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გერმანელი ახალგაზრდების გაგზავნას პარტნიორ ორგანიზაციებში ერთი წლით მოხალისეობრივად სამუშაოდ.

მოხალისეებმა მესტიაში შექმნეს ინგლისური ენის კლუბი, სადაც ზემო სვანეთის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მათთან ერთად  იმსჯელონ და ისაუბრონ საინტერესო თემებზე. თამაშების, ფილმებისა და სიმღერების საშაუალებით გაიუმჯობესონ ინგლისურ ენაზე საუბრის უნარი.

მეტი

ტრენინგის ჩატარების ინოვაციური მეთოდოლოგია

CTC აგრძელებს მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისი თანამედროვე ტექნიკებისა და მეთოდოლოგიის დანერგვას ტრენინგების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.

2013 წლისთვის CTC-იმ შეიძინა და დანერგა ორგანიზაციული და პიროვნული კომპეტენციების განმავითარებელი ინოვაციური მეთოდოლოგია, რომლის შემადგენლობაშიც შედის სასწავლო თამაშები და შესაბამისი მოწყობილობა.  

აღნიშნული მეთოდოლოგია ძალზედ ეფექტურია გუნდური მუშობის და გუნდის შეკვრისა და თანამშრომლობითი სულისკვეთების განვითარებისათვის.  

მეტი

პროექტი ”დიალოგი”

2012 წელს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი ”დიალოგი”

სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის”. პროექტის მიზანი გახლდათ, , სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ საჯარო დისკუსიის წარმართვის ხელშეწყობა და სექტორში არსებული პრობლემების  გადალახვის გზების ძიება. ამ მიზნით ჩატარდა თემატური დისკუსიების ციკლი:

მეტი

წლიური ანგარიში 2012

გამოიცა მორიგი წლიური ანგარიში , რომელშიც მიმოხილულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მთავარი პროექტები და მიღწევები 2012 წლის მანძილზე.

ანგარიშის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად ვებ-გვერდზე.

 

მეტი

საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამა

21 დეკემბერს დასრულდა   აფხაზეთის ა/რ მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების  თანამშრომელთა გადამზადების პროგრამა, რომელიც კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა განახორციელა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის გაზრდას.

აღნიშნული პროგრამის  ფარგლებში 100 მდე ადამიანმა გაიარა ტრენინგები შემდეგ თემებზე:

საჯარო მოხელის ეთიკა;

საჯარო პოლიტიკის ანალიზის და დაგეგმვა;

მართვის სისტემებისა და პროცესების შიდა აუდიტი;

მეტი

ტრენინგი ეფექტების კარტოგრაფიაში

2013 წლის 9-11 იანვარს  ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანია MDF - თან თანამშრომლობის ფარგლებში,  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ოფისში ტარდა ტრენინგი განვითარების პროგრამების დაგეგმვის ახალ მეთოდოლოგიაზე, ეფექტების კარტოგრაფიაში (outcome mapping).

არსებული მეთოდოლოგია სიახლეა საქართველოში მოქმედი განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის.

მეთოდის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  ვებ-გვერდზე : www.outcomemapping.ca

მეტი

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის მორიგი შეხვედრა

8 დეკემბერს თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის მორიგი შეხვედრა შედგა.

მეტი

შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  28 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  გაიმართა შეხვედრა, რომელიც  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების თემას მიეძღვნა. პროგრამას აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით 2010 წლიდან ახორციელებს ორგანიზაცია PH international (ადრე ცნობილი, როგორც პროექტი „ჰარმონია“) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. 

მეტი

სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

26 ნოემბერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე: სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

დისკუსიის ძირითადი საკითხები იყო:

1.       რა უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათ მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებისთვის?

2.       რა რისკები და შესაძლებლობები არსებობს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე და როგორ უნდა მოხდეს მათი გადალახვა და გამოყენება?

მეტი

Pages