ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

სამოქალაქო საზოგადოების როლი

საუნივერსიტეტო კურსი „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ შემუშავდა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSIGE) ” ფარგლებში ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით.  

საუნივერსიტეტო კურსის მიზანია ახალმა თაობებმა სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მიიღონ სანდო და აკადემიური ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შესახებ. კურსი დაინერგა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 6 სასწავლებელში (რამდენიმე უნივერსიტეტი დამატებით აღნიშნული კურსის კურიკულუმით ასწავლის). 2018-2020 წლებში კურსი გაიარა 120-მდე სტუდენტმა. სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის (STAR Initiative) ფარგლებში გაგრძელდება კურსის შემდგომი განვითარება და დანერგვა.

სამოქალაქო ინიციატივის (STAR) პროექტის ფარგლებში, კურსდამთავრებული წარმატებული სტუდენტებისთვის იმართება ყოველწლიური სასწავლო ბანაკები.

2018-2020 წლებში, CSSIGE პროექტის ფარგლებში კურსი დაინერგა ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თელავის და ქუთაისის 5 უმაღლეს სასწავლებელში, საქართველოს უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. Star-ის პროექტის ფარგლებში  აღნიშნული კურსი დანერგა  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

“ოქსფორდის სამოქალაქო საზოგადოების სახელმძღვანელო” წარმოადგენს  აკადემიური სტატიების/დებატების ვრცელ კრებულს.

აღნიშნული სახელმძღვანელო ითარგმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ლექტორი – იოსებ გაბარაევი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი, დოქტორანტი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი >>

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექტორი - ლევან ჯაყელი

სსიპ - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის აკადემიური დოქტორი

საქართველოს უნივერსიტეტი

ლექტორი – იოსებ გაბარაევი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი, დოქტორანტი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი >>

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექტორი – დავით ხოველია

იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი

საუნივერსიტეტო კურსის სტატისტიკა

კურსზე დარეგისტრირდა

სტუდენტი
0
ქუთაისი
0
ბათუმი
0
ზუგდიდი
0
გორი
0
თელავი
0
ახალციხე
0
UG
0

აღნიშნული კურსი 2023 წელს წარმატებით გაიარა 180-მა სტუდენტმა

სრულად პროექტის ფარგლებში კურსი წარმატებით დაასრულა

-მდე სტუდენტმა
0
0 %
ქუთაისი
0 %
ბათუმი
0 %
ზუგდიდი
0 %
გორი
0 %
თელავი
0 %
ილიაუნი
0 %
UG

საკონტაქტო ინფორმაცია