ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

საუნივერსიტეტო კურსის „სამოქალაქო საზოგადოების როლის“ შემდგომი განვითარების სამუშაო შეხვედრა

6 აგვისტოს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, “კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა” ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად გამართა სამუშაო შეხვედრა საუნივერსიტეტო კურსის „სამოქალაქო საზოგადოების როლის“ შემდგომი განვითარების და მხარდაჭერის მიზნით.

საუნივერსიტეტო კურსის მიზანია ახალმა თაობებმა სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მიიღონ სანდო და აკადემიური ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შესახებ. კურსი დაინერგა 2018-2020 წლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 6 სასწავლებელში. სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის (STAR Initiative) ფარგლებში გაგრძელდება კურსის შემდგომი განვითარება და დანერგვა.
სამოქალაქო ინიციატივის (STAR) პროექტის ფარგლებში, კურსდამთავრებული წარმატებული სტუდენტებისთვის კი გაიმართება ყოველწლიური სასწავლო ბანაკები.

საკონტაქტო ინფორმაცია