ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სათემო აქტივიზმის სასწავლო პროგრამის (CAT) ფარგლებში საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსდა CAT-ის კურსდამთავრებულების 7 ინიციატივა

სათემო აქტივიზმის სასწავლო პროგრამის (CAT)  ფარგლებში  საგრანტო კონკურსის შედეგად  დაფინანსდა CAT-ის კურსდამთავრებულების 7 ინიციატივა:

  • პლატფორმა სალამი – ინიციატივა „შენს აქტივობას მნიშვნებლობა აქვს“ მიზნად ისახავს ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დაინტერესებული ახალგაზრდების გაძლიერებას და პლატფორმა სალამში მათი ჩართულობის ხელშეწყობას;

  • ახალი აზროვნების ინსტიტუტი – ინიციატივა უზრუნველყოფს ორგანიზაციის სტრატეგიის შემუშავებას, აქტიური წევრების გადამზადებას და ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით ორგანიზაციის მხარდამჭერთა ქსელის გაფართოებას.

  • პლატფორმა კომენტარი – ინიციატივა „კომენტარი ხალხისთვის“ გულისხმობს ახალი საინფორმაციო და ანალიტიკური ონლაინ პლატფორმის  ხელშეწყობას  და  მის პოპულარიზაციას. პლატფორმის მთავარი მიზანია შექმნას და საზოგადოებას მიაწოდოს კრიტიკული  ინფორმაცია და ხედვა საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე განვითარების პროცესების შესახებ.

  • Girlz Wave – ინიციატივა „Connecting Grlz“ გულისხმობს ორგანიზაციის ბაზაზე სამიზნე ჯგუფებისათვის რეკრეაციულ-შემეცნებითი და სოციალიზაციის ახალი სერვისების განვითარებას.

  • საინიციატივო ჯგუფი „სკოლების დეპოლიტიზება“ – ინიციატივა „მასწავლებლის როლი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში“ მიმართულია თელავში, ქუთაისში და ბათუმში მასწავლებელთა მხარდამჭერი ე. წ. ნდობის ჯგუფების გაძლიერებაზე და მასწავლებელთა თვითორგანიზების ხელშეწყობაზე.
  • იორმუღანლოს სათემო ცენტრი – ინიციატივის „არადომინანტური ჯგუფების საჭიროებების საგარეჯოს პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება კვლევის და ადვოკატირების გზით“ მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების საჭიროებების მოკვლევა-ადვოკატირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თვითორგანიზებას.

  • ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი – ინიციატივა „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ მიზანია სამოქალაქო პლატფორმა „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ სოცმედიაში გააქტიურების ხელსეწყობა და მიმდევართა რაოდენობის გაზრდა.

სათემო აქტივიზმის ტრენინგი (CAT) ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია