ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სათემო აქტივიზმის სასწავლო პროგრამის (CAT)  ფარგლებში  საგრანტო კონკურსის შედეგად  დაფინანსდა CAT-ის კურსდამთავრებულების 7 ინიციატივა

სათემო აქტივიზმის სასწავლო პროგრამის (CAT)  ფარგლებში  საგრანტო კონკურსის შედეგად  დაფინანსდა CAT-ის კურსდამთავრებულების 7 ინიციატივა:

  • სოფელ კახათის სათემო განათლების და გაძლიერების ცენტრი – ინიციატივა მიზნად ისახავს სოფელ კახათში არაფორმალური და ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ინტერაქტიული სასწავლო მოდულების გაცნობას.
  • მწვანე რაზმები – ინიციატივის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.
  • მეღვინე ქალთა და ყურძნის მესაკუთრეთა ასოციაცია – მიზანია მუნიციპალური არა-სახიფათო ნარჩენების (ფოთლები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები) სასარგებლო ნაერთებად გარდაქმნის საშუალებათა სწავლება და მათი უპირატესობების გაცნობა მოსახლეობისთვის დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
  • მთისა – მთის განვითარებისთვის – ინიციატივის მიზანია ონის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების საჭიროებებისა და შესაძლებლობების კვლევა  და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობისთვის ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შეხვედრის ორგანიზება.
  • სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი “ლილიფარი” – ინიციატივის მიზანია, სოფელში უსაფრთხო საფეხმავლო ბილიკებისა და ანტისანიტარიის პრობლემის აქტუალიზება, და როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ საკითხზე კომუნიკაცია მოსახლეობის ჩართულობით.
  • ყვარლის განვითარების ინსტიტუტი – ინიციატივის მიზანია დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან ფორმალური და პროფესიული განათლების, მეწარმეობის და თანამონაწილეობითი დემოკრატიის მნიშვნელობის შესახებ თემის განვითარების და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საქმეში.
  • ინკლუზიური განათლებისა და განვითარების პლატფორმა – ინიციატივის მიზანია კასპის მუნიციპალიტეტში არსებული საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა აიმაღლონ ცნობიერება ადვოკატირებისა და ლობირების, აქტიური მოქალაქეობის და ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის საკითხებზე.

სათემო აქტივიზმის ტრენინგი (CAT) ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია